ტურიზმი
10/11/2020

მერაბ კაკულია: ფაქტი ჯიუტია, ტურიზმზე ასეთი დიდი კონცენტრირება არასწორია

რონდელის ფონდის მთავარი მკვლევარი, მერაბ კაკულია იმ ეკონომიკურ ზიანზე საუბრობს, რომელიც საქართველოს კორონავირუსის პანდემიამ მიაყენა. კაკულიამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი წილი მხოლოდ ერთ სექტორს, ანუ ტურიზმს არ უნდა ეკავოს.

„ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან არის 8%, მაგრამ ამას რომ დაემატოს ის მულტიპლიკაციური ეფექტები, რომელიც ტურიზმს სხვა დარგებზე აქვს, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკისთვის არის გაცილებით უფრო მეტი. აი, ეს დარგი პრაქტიკულად ჩავარდა ისე, რომ ბოლო მონაცემებითაც კი, ტურისტული შემოსავლების დახლოებით 95% შეგვიმცირდა. ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი შემოდინება დაიკარგა. არა იმის გამო, რომ ჩვენ არასწორ პოლიტიკას ვატარებდით, სტრუქტურული პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მიმაჩნია, რომ არასწორია ტურიზმზე ამდენი კონცენტრირება. ფაქტი ჯიუტია“,- აღნიშნა კაკულიამ.

მანვე მიმდინარე ანგარიშის დეფიტიზეც ისაუბრა.

„მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი ბალანსი გაიზარდა. წინა წლებში მას თანმიმდევრული შემცირების ტენდენცია ჰქონდა, რაც დადებითი იყო და რაშიც ტურიზმი დიდ როლს თამაშობდა. გადმორიცხვების ნაწილი, პირველ კვარტალში მკვეთრად ჩავარდა, თითქმის განახევრდა, მაგრამ მეორე კვარტლიდან აღდგა და მესამე კვარტალში ძალიან კარგი ტემპი იყო. ეს, ალბათ, ერთადერთი ყველაზე დადებითი მომენტია, რომელიც ამ სურათში გვაქვს და რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფციტი კიდევ უფრო მეტად არ გაგვიზარდა. წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 10%. პანდემიის გამო მთავარი კურსწარმომქმნელი ფაქტორი გაგვიუარესდა“,- განაცხადა ეკონომისტმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023