ტურიზმი
29/06/2023

მესტიაში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი Highlander-ი გაიმართება

20-22 ივლისს, მესტიაში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი Highlander Adventure Georgia გაიმართება. ლაშქრობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია დმო შან-ლანდის მასპინძლობითა  და HIGHLANDER Adventure Georgia-სთან თანამშრომლობით მოეწყობა. სვანეთში დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ ორბეთში, სათიბეში, ღონისძიების წარდგენა და პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც მონაწილეობდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ იმართება მასშტაბური პროექტი HIGHLANDER GEORGIA, რომელიც გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტის ნაწილია და  შესაძლებლობას გვაძლევს წარმოვაჩინოთ საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალი. როგორც იცით პროექტში ჩართულია სხვადასხვა ქვეყანა, დონორი ორგანიზაცია,  ლაშქრობაში ძალიან ბევრი უცხოელი იღებს მონაწილეობას, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი რეგიონების, ტურისტული პროდუქტების, სალაშქრო ბილიკების პოპულარიზაციისთვის, წარმატებს ვუსურვებ პროექტს და მოვუწოდებ ყველას 20-22 ივლისს შევიკრიბოთ მესტიაში და მონაწილეობა მივიღოთ ლაშქრობაში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

პრეზენტაციის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის ფარგლებში პარტნიორების წვლილის ჩვენება და რეგისტრაციის მე-2 ტალღის წახალისება.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ჰაილენდერის შესახებ პრეზენტაცია, დასწრებოდნენ პრესკონფერენციას, დარეგისტრირებულიყვნენ ჰაილენდერის მთავარ ღონისძიებაზე და შემდეგ მონაწილეობა მიეღოთ მცირე ლაშქრობაში ორბეთში.

Highlander Adventure Georgia არის ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, ბილიკები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის.პროექტის პარტნიორები ასევე არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი. მთის ტრასები სააგენტო, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი, ვორლდ კლასი, ისთ ფოინთი, ბილიკი, ტერმინალი, მარკეტერი, Spend 4 Seasons in Georgia.

დამატებითი ინფორმაცია ბმულზე

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023