ტურიზმი
25/11/2020

მესტიის სასტუმრო Old House-ს ახალი წლისთვის ჯავშნები უკვე აქვს

საოჯახო სასტუმრო  Old House-ს პანდემიამ შემოსავლები დაახლოებით 70%-ით შეუმცირა, თუმცა ამის მიუხედავად სასტუმროს ახალი წლისთვის ჯავშნები უკვე აქვს.

როგორც Old House-ის მენეჯერმა ნინო გოშთელიანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აქტივობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ მოლოდინი მაინც დადებითია.

„ვიმედოვნებთ ჯავშნების რაოდენობა ახალი წლის პერიოდისთვის მაინც გაიზრდება და ვიმუშავებთ. ამ დროისთვის ვმუშაობთ და სავარაუდოდ, ფასებს შევამცირებთ“, - აცხადებს გოშთელიანი.

მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში მუშაობა რთულია, თუმცა Old House საოჯახო ბიზნესია, არ აქვს იჯარის თანხა გადასახდელი, შესაბამისად, მუშაობას აგრძელებს და  ქვეყანაში არსებული ეპიდემიულოგიური სიტუაციის მიუხედავად დახურვას არ განიხილავს. 

„ნოემბერი ზოგადად, პასიური თვე იყო ყოველთვის, სასტუმრო ახლაც დაკეტილია სტუმარი არ გვყავს, ივლისში საკმაოდ კარგი დატვირთით ვიმუშავეთ, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში კი დიდი რაოდენობის ჯავშნები გაგვიუქმდა“, - აცხადებს ნინო გოშთელიანი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023