ტურიზმი
16/11/2022

"მგზავრების" 20% საახალწლო პერიოდისთვის უკვე დაჯავშნილია

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ მიმდინარე ზამთრის  საკურორტო სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს.

როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბაკურიანში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, რაც საკმაოდ დადებითად აისახება HoReCa სექტორზე.

„უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი ჩამოვა, მათ შორის იქნებიან ადგილობრივებიც. 1 დეკემბრიდან ზამთრის კურორტებზე არსებული ჩვენი სასტუმროები დამსვენებელს მიიღებენ, ახლა არასეზონის პერიოდია და განახლების პერიოდი გვაქვს. ბაკურიანში ახალი წლის პერიოდზე  ჯავშნებს  10-15 დეკემბრის შემდეგ ველოდებით.  ვფიქრობთ, ადგილობრივების წილი 60% იქნება,“-აცხადებს მანუსაჩიანი.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის ბაკურიანის „მგზავრების“ 20% საახალწლო პერიოდისთვის უკვე დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023