ტურიზმი
14/09/2021

მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკით თბილისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უსწრებს

მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უფრო პოზიტიურია, ვიდრე თბილისში.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განუცხადა, 8 თვეში, 2019 წელთან შედარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთა 75% დაიბრუნა, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა მხოლოდ 35%-ია.

„მოგეხსენებათ, ბათუმი სეზონური აეროპორტია და შესაბამისად, იქ უფრო კარგი დინამიკაა, უკეთესად განვითარდა ზაფხულში მგზავრთნაკადის დინამიკა. რაც შეეხება თბილისს, რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს აქ მილიონ ნახევარი მგზავრით დავასრულებთ, ხოლო ბათუმში - 406 ათასი მგზავრით. ეს 2019 წლის მაჩვენებლებთან მიახლოებული ის ციფრები არ არის, თუმცა, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რათა დინამიკა გავაუმჯობესოთ“ - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023