ტურიზმი
06/10/2023

"M&I Tbilisi 2024 ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, რომელიც საქართველოში იმართება"

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi  2024“  მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში  ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გავლენიან საერთაშორისო კომპანიებს შეხვდებიან. სასტუმრო სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო "პარაგრაფ თბილისის" და "პარაგრაფ შეკვეთილის" გაყიდვების დირექტორი თამარ ჩხეიძე.

„m&i ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, ვფიქრობ რომ საქართველოსთვის ამ ღონისძიების მასპინძლობა ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტურიზმის სექტორში მომავალი წლისთვის, და არა მხოლოდ ტურიზმის, ცნობადობის კუთხითაც საქართველო ევროპის ქვეყნებში რუკაზე მოინიშნება როგორც ერთ-ერთი ახალი საინტერესო ადგილი საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების  გამართვის კუთხით“,-განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე  2024 წელს საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან  100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას  მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023