ტურიზმი
11/09/2023

"მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებაზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მაია ომიაძის განცხადებით,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს ჩინეთში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.  

„ჩინელი ტურისტები ძალიან აქტიურად მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში და ნამდვილად ძალიან სასურველი ტურისტები არიან და გამოირჩევიან შორ დისტანციაზე მოგზაურობით,ხანგრძლივი დასვენებით და შესაბამისად მაღალმხარჯველუნარიანობით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებისა და სიხშირეების გაზრდის შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან ძალიან აქტიურად დაიწყებს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას, როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ბიზნესის დაახლოების მიზნით. ჩვენ წავიყვანთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთში, დავეხმარებით ადგილობრივ ბიზნესთან კონტაქტების დამყარებაში, საქართველოში ჩამოვიყვანთ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს, ერთობლივად გაცვლით ტურებს მოვაწყობთ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდად ჩინეთიდან საქართველოში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023