ტურიზმი
08/10/2020

მინისტრი: ბანკები მზად არიან ტურიზმის სექტორის სესხების რესტრუქტურიზაცია განიხილონ

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბანკები მზად არის განიხილონ ტურიზმის სექტორისა და მცირე სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ წამყვან ბანკირებთან ეს შესაძლაბლობა უკვე განიხილა

მინისტრის თქმით, ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პირველივე დღიდან მხარში უდგას ტურისტულ ბიზნესს - ეს არის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სადაც რამდენიმე მიმართულებით ხდება დახმარება, მათ შორის არის მცირე და საშუალო სასტუმროების საბანკო სესხების სუბსიდირება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა, თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას კარგად ესმის, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროებს დაუდგათ პრობლემა.

„მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის, მაგრამ მთლიანობაში არის მზადყოფნა, რომ როდესაც მათ მიმართავენ სასტუმროები, განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია. პარალელურად, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მორგებულია წლევანდელ გამოწვევებზე, რადგან ახალი საჭიროებები გაჩნდა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ აქამდეც ვახდენდით ამ პროგრამის მოდიფიკაციას და ახლაც პროცესში ვართ - კიდევ ხომ არ გავაკეთოთ პროგრამის მოდიფიკაცია, რომ სასტუმროებისთვის ამ პროგრამის დახმარება გავზარდოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ადგილობრივი ტურიზმის გახსნის წყალობით, მეტ-ნაკლებად ზაფხულის სეზონმა გარკვეული შვება მიანიჭა ტურიზმის სექტორს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან პანდემია, ეს გამოწვევა გრძელდება და ხელისუფლებას ესმის, რომ ტურიზმის სფეროში არსებობს პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებში.

„მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სასტუმრო ინდუსტრიას და ამჯერადაც არ დატოვებს უყურადღებოდ ახალ პრობლემებს, თუკი ისინი წარმოიქნება“ - აღნიშნა მინისტრმა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023