ტურიზმი
17/09/2020

მინისტრი: შეზღუდულ პირობებში 10 ახალი სასტუმროს პროექტს დავუჭირეთ მხარი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელზე ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გლობალური კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მიღებული დროული უსაფრთხოების ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

„ჩვენ დაუყონებლივ განვაახლეთ სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სასტუმროს განვითარების სესხებსა და ფრენჩაიზის საფასურის გადახდაზე. განახლება აუცილებელი იყო, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 129 სასტუმრო, შეიქმნა 3300 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მთლიანმა ინვესტიციამ 130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საგულისხმოა, რომ 2020 წელს, ამ შეზღუდულ პირობებშიც კი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 10 ახალი სასტუმროს საინვესტიციო პროექტს“ - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ასევე არიან საერთაშორისო ინვესტორები, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში განაგრძეს განვითარების პროექტები და ამრიგად, კოვიდის შემდგომ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ახალი სასტუმროებით გეგმავენ.

„ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკის გაღრმავებისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ შემოვიღეთ სხვადასხვა ინიციატივები - მაგალითად, ძალიან წარმატებული პროექტის ”დისტანციურად საქართველოდან” ფარგლებში - ვიწვევთ ე.წ. „ფრილანსერებსა“ და თვითდასაქმებულებს, რომ ჩამოვიდნენ ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს არის ეკონომიკის სტიმულირებისა კიდევ ერთი საშუალება და, ასევე, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა უსაფრთხოების მკაცრი ნორმებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლების შესაბამისად“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023