ტურიზმი
05/08/2020

მთავრობა საკარანტინე ზონის მოსაწყობად ყველა სასტუმროსთან თანამშრომლობას გეგმავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობა საკარანტინე სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით ყველა სასტუმროსთან ითანამშრომლებს, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო ზონების მოწყობის 5 თვიანი პერიოდი შეაჯამა.

„დღეს სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მარტიდან დაახლოებით 50-ათასამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ საკარანტინო სივრცეებში. პროექტში ჩართული გვყავდა 144-მდე სასტუმრო. ეს ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი. სახელმწიფომ სასტუმროებთან ათი ათასამდე ოთახის გამოსაყენებლად  კონტრაქტი გააფორმა. ეს არის სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, რადგან პანდემიის მწვავე პერიოდში სასტუმრო ინდუსტრია რეალურად გაჩერებული იყო.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარანტინის პროექტი თავისი შინაარსით ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას ემსახურება, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად შევძელით, რომ ამ რაოდენობის სასტუმრო ჩართულიყო ამ პროექტში და ამდენი ადამიანი დასაქმებულიყო. ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ვართ გამჭვირვალე ამ პროცესში და დღესაც ვაგრძელებთ ახალი კონტრაქტების გაფორმებას სასტუმროებთან.

მოვუწოდებ სასტუმროებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, განსაკუთრებით მათ ვისაც დახურული აქვს სასტუმრო, სახელმწიფო მზად არის თანამშრომლობისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც საჭიროა კარანტინის მოსაწყობად. ერთიანი თანამშრომლობით შევძლებთ დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი და სასტუმროებს საშუალებას მივცემთ რომ ჰქონდეთ შემოსავალი, რომ საქართველოში მეტი დასაქმებული იყოს,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023