ტურიზმი
05/05/2020

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ხდება და უმნიშვნელოვანესია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა მსოფლიო გლობალურ კონკურენციაში ქვეყანამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორის და ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძრავის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღდგენის აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი უწყებები სტრატეგიული გეგმის ძირითად მიმართულებებსა და სექტორის მხარდამჭერ ნაბიჯებზე აქტიურად მუშაობენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023