ტურიზმი
10/07/2023

"მთელი ევროპიდან საქართველოში Top კომპანიები ჩამოვიყვანეთ"

m&i საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები თბილისში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დადებითად აფასებენ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა, სადაც დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. 

 „ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ რომ ეს ფორუმი ჩატარებულიყო საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრისათვის საყვარელი ტურისტული მიმართულებაა. ამ ფორუმს დიდი ხნის წინ ვგეგმავდით. მთელი ევროპიდან საქართველოში Top კომპანიები ჩამოვიყვანეთ. ვფიქრობ კარგ შედეგს მივიღებთ. ჩვენ უკვე ვიხილეთ თუ როგორი თბილი მასპინძლობა იციან საქართველოში და იმედი გვაქვს საქართველოში ისევ დავბრუნდებით,“-განაცხადა  m&i ფორუმის ბიზნეს განვითარების დირექტორმა ფარუ ჰაშიმოვმა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.  

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023