ტურიზმი
15/05/2021

ნათია თურნავა: ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც მხარში დავუდგებით ტურისტულ სექტორს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს“ ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს.

მიუხედავად იმისა, რომ „რეზოლუტი“ ორი წელია, აშენდა, პანდემიის გამო, სასტუმრო ტურისტებს ვერ ემსახურებოდა. შარშან „რეზოლუტში“ რამდენიმე თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებდა, შედეგად, სასტუმროს პერსონალმა მიიღო გამოცდიელბა როგორ მოემსახუროს დამსვენებლებს უსაფრთხოდ და რეგულაციების დაცვით.

„მცირე სასტუმრო „რეზოლუტი“, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა ისინი მომზადებული დახვდნენ და წლევანდელი ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

სასტუმრო „რეზოლუტში“ სასტუმროში 33 ნომერია. სასტუმრო 2020 წლის ნოემბერი - დეკემბერში ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ სასტუმრო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023