ტურიზმი
15/07/2020

ნათია თურნავა: თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება 

ნათია თურნავა საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის “ ფარგლებში იმყოფება.

მინისტრი თუშეთს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტუმრობს. მათ კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობენ კამპანიის ფარგლებში მიმდინარე გასტროტურში.

„ჩვენ ვმოგზაურობთ, რათა საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ აღმოაჩინონ ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, რითიც ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ,ნახონ ჩვენი განუმეორებებლი ბუნება, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. ეს, გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, არის ძალიან კარგი და პატრიოტული საქმე - დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ ტურიზმს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023