ტურიზმი
20/10/2020

ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება

მთავრობა ნოემბრიდან რეგულარული ფრენების ეტაპობრივ გახსნას აანონსებს.
 
"ეს არის, ძირითადად, ევროპული მიმართულებები - გამოიცა ახალი, ე.წ  „ნოტამი“ და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბერში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
 
ნათია თურნავას ინფორმაციით, არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც აქამდეც შეზღუდული ფორმატით ხორციელდებოდა რეისები, მათ შორის ჩარტერული, ახლა კი ეს მიმართულებები არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის.
 
„ეს არის ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის მიუნჰენი, პარიზი, რიგა - აქ კომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. რახ შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებებით იმ კომპანიებს, რომლებიც აქამდეც ასრულებდნენ რეისებს, აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ რეგულარული ფრენები“ - განაცხადა თურნავამ.
 
მისივე თქმით, კონკრეტული დეტალები,  მაგალითად, რა სიხშირით და როდიდან განახლდება ფრენები, დამოკიდებულია ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. 
 
„ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს რეისების ეტაპობრივი  გახსნა. მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს  ინფიცირებულთა რაოდენობა, არის კორონავირუსის  მეორე ტალღა, აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია, ჩვენი არჩევანია ვებრძოლოთ პანდემიას ისე რომ, არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ორგანულად ჯდება ფრენების და მობილობის ის ეტაპობრივი გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისთის, მათ შორის ბიზნესვიზიტორებისთვის, რაც უკვე განხორციელდება ნოემბრიდან“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023