ტურიზმი
15/02/2021

პანდემიამ მესტიის სასტუმრო "ბანგურიანის" გაფართოების გეგმები დააპაუზა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანს“  პანდემიამ გაფართოების გეგმები დაუპაუზა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა ლევან ჯოჯუამ განუცხადა, 2020-2021 წლებში დაგეგმილი იყო სასტუმროს ნომრების 120-მდე გაზრდა. ამჟამად „ბანგურიანში“ 36 ნომერია.

„შემუშავებული გვქონდა არქიტექტურული პროექტი, თავისი ხარჯთაღრიცხვით და ყველა დეტალით. ტერიტორიის ნაწილი შევისყიდეთ კიდეც,“ - აცხადებს ჯოჯუა.

მისი ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როდის დადგება იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ აღნიშნული საინვესტიციო გეგმა განახორციელოს. ჯოჯუა აცხადებს, რომ პროექტი შესაძლოა 2023 წლიდან გაგრძელდეს.

მისი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში სასტუმრომ დაახლოებით მილიონი ლარით იზარალა. ლევან ჯოჯუას განცხადებით, ვითარება მძიმეა, აქედან გამოსავალი კი მუშაობის განახლება და უცხოელი ტურისტების შემოსვლაა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023