ტურიზმი
07/09/2021

"პანდემიის დასრულების შემდეგ ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტი იქნება"

პანდემიის დასრულების შემდეგ ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტი შეიქმნება, - ვარაუდობს „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორია.

ნინა კეკელიძის თქმით, ხშირდება შემთხვევები როდესაც სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას თანამშრომლები ტოვებენ და სამუშაოდ სხვა სექტორში გადადიან. მისი განმარტებით, ეს პროცესი საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს და აუცილებელია სექტორში დასაქმებულების შენარჩუნება.

ბევრი ადამიანი გადავიდა და დატოვა ტურიზმის ინდუსტრია რადგან გაუჩნდათ გაურკვევლობის შიში მომავალთან დაკავშირებით. ეს საყურადღებოა, რადგან თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია არის პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულება მაშინ აქ ადამიანურ რესურსებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ პროცესში თავისი როლი აქვს. კერძო სექტორმა თავის მხრივ უნდა ეცადოს და შეინარჩუნოს ძალისხმევა რათა გადაარჩინოს ინდუსტრია, თუმცა ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება პანდემიის პერიოდში სახელწიფოს დახმარების გარეშე. სახელწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს სექტორის სუბსიდირება სხვადასხვა წამახალისებელი კამპანია, რათა ვიზრუნოთ ძველ მაჩვენებლებზე დაბრუნებაზე,” - განმარტავს „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023