ტურიზმი
07/05/2021

პანდემიის გამო შეცვლილი სეგმენტი - როგორ გეგმავს LOST-ი ტურისტების მოზიდვას  

პანდემიის დაწყებიდან ტურისტულ კომპანია LOST.ge–ს ყველა ტურის და სერვისების სრულად შეჩერება მოუწია, რამაც კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა. კომპანიის მენეჯერი ნათია მაზმიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ სიახლეებზე საუბრობს, რამაც საერთაშორისო მომსახურებას, შიდა ტურიზმით ჩაანაცვლებს. 

„ჩვენს კომპანიას ამ დროის განმავლობაში არც ერთი ტური აქვს ჩატარებული. ამ ეტაპისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ შიდა ტურიზმზე მოგვეხდინა კონცენტრაცა და მოგზაურობის მოყვარულთათვის საინტერესო სერვისები შეგვეთავაზებინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სეგმენტიც და ტურებიც არც ისე ბევრი იქნება, კომპანიას მინიმალურ შემოსავალს მოუტანს, რაც თანამშრომლების და კომპანიის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.  

ტურისტული სერვისების ყველა მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს და სწორედ ეს დაგვეხმარება ტურების მრავალფეროვნებაში და ვიზიტორების მოზიდვაში. ჩვენს კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუწიოს როგორც საექსკურსიო ტურებს, ასევე სათავგადასავლო, ექსტრემალურ, პილიგრიმულ, შემეცნებით და საბავშო ტურების განხორციელებას, რაც ვიზიტორების დაინტერესებას ჩვენი კომპანიის მიმართ გააორმაგებს,“– აღნიშნავს, ნათია მაზმიშვილი.

LOST-ის აქტივობების ძირითადი ნაწილი არის ექსტრემალური ტურიზმი, რომელიც ყველანაირი ტურის მოყვარული ადამიანისთვის არის საინტერესო. საექსკურსიო, გასართობი, სალაშქრო ტურები, საფეხმავლო ტურები,  პარაპლანი, ზიპლაინი, კვადრო -კანიონინგი, დაივინგი, სპელეო ჯომარდობა, სათავგადასავლო - ჯიპ-ტურები, სათავგადასავლო ალპინისტური, სათხილამურო საცხენოსნო და ველო - ტურები. დამატებით გვაქვს დამატებითი სერვისები როგორიცაა, ტრანსპორტის მომსახურეობა, კვება, სასტუმროს დაჯავშნა, მუზეუმის ბილეთების შეძენა, ყველა ჩამოთვლილი აქტივობის წინასწარ დაჯავშნა და ანიმატორების მომსახურეობა.

"ჩვენი ძირითადი სამიზნე რეგიონი არის რაჭა, რადგან რაჭაში საკმაოდ ხშირია საექსკურსიო ტურები. დაქირავებული გვყავს სატრანსპორტო კომპანია სანდო და გამართული ავტომობილებით, რომლებთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. ფრენების აღდგენის მიუხედავად შიდა ტურებს აღარ შევწყვიტთ, მაგრამ პრიორიტეტულად მაინც უცხოელ ტურისტებს გავუწევთ მომსახურეობას", – აცხადებს LOST–ის მენეჯერი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023