ტურიზმი
05/08/2020

პარიზისა და მიუნხენის რეისების მგზავრთა უმრავლესობა ტურისტია - მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით,  ფრენების აღდგენის შემდეგ  საფრანგეთიდან და გერმანიიდან შემოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აეროპორტში მგზავრების უმრავლესობას COVID-თან დაკავშირებით ჩაუტარდათ ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული რეისები ავიაკომპანია Lufthansa-მ განაახლა,  ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებს ფრენებს Air France განაახლებს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიაში პარტნიორი ავიაკომპანიები ბრუნდებიან, რომლებიც რეგულარულ  ავიარეისებს განაახლებენ.   განსაკუთრებით აღსანიშნავია  შემდეგი პოზიტიური ინფორმაცია, რომ გუშინ შესრულდა პარიზი-თბილისი ავიარეისი, ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტურისტი. მგზავრებმა კარანტინის გავლის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა ჩვენს ლამაზ ქვეყანაში მოგზაურობენ. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. მიუნხენის რეისიდან ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია. მიუნხენის რეისზე ჭარბობდნენ გერმანიის მოქალაქეები, ხოლო პარიზის რეისზე საფრანგეთის. როგორც იცით, საქართველოს 5 ქვეყანასთან ნაცვალგების პრინციპით გახსნილი აქვს  საზღვარი და ამ ქვეყნების მოქალაქეებს კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, რაც შეეხება  სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ასევე ამ რეისებით ჩამოვიდნენ საქართველოში ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით გადაიყვანეს სასრტუმროებში. ამ რეისებით საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც დაბრუნდნენ, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა, ან გრძელვადიანი ბინადრობის სტატუსი აქვთ და ეს ადამიანებიც კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023