ტურიზმი
28/03/2021

Pegasus Airlines-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 მაისიდან იწყებს

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელებას იწყებს.

Avia News-ის ცნობით, ავიაკომპანიას სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ჯერ კიდევ 2020 წლის 20 მარტიდან უნდა დაეწყო, თუმცა COVID-19-ის და 21 მარტიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე ბიზნესგეგმა ვეღარ განახორციელა. 

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 7 მაისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით: ორშაბათი, პარასკევი – განახორციელებს. 

Pegasus Airlines-ი ბაზრებული სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში (SAW) და შესაბამისად ბათუმის მიმართულებით რეისების სწორედ SAW-დან შეასრულებს. 

მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ Pegasus Airlines-ის ბილეთები ბათუმიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით და პირიქით.

აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. 2018 წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს მხოლოდ Turkish Airlines-ი ასრულებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023