ტურიზმი
19/05/2021

პრემიერი: ტურისტების მისაღებად მზად უნდა ვიყოთ, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

ესპანეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ესპანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. როგორც მან გამოფენაზე განაცხადა, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა რეალური გზავნილია, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ნელ-ნელა უბრუნდება. მათ შორის, საქართველოც მზად უნდა იყოს, რომ ტურისტები აქტიურად მიიღოს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მხრიდან.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წარმოდგენილები ვართ ესპანეთში, გამოფენაზე. აქ დაახლოებით 100  ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის, ჩვენ გვაქვს ღირსეული ადგილი დაკავებული ამ გამოფენაზე.

ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, მთელი მსოფლიო იმ მოტივაციითა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და ჩვენ ყველა ერთად მზად ვიქნებით, მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, FITUR 2021-ში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.  საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023