ტურიზმი
25/08/2020

Qatar Airways-ი თბილისი-დოჰის მიმართულებაზე ჩარტერულ ფრენებს გეგმავს

Qatar Airways-ი თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები 1, 15 და 29 სექტემბერს შესრულდება.

რეისები ამ დროისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე სექტემბრის განრიგში შეტანილი არ არის. ეს იმას  ნიშნავს, რომ რეისებზე კომპანიას ნებართვა ამ დროისათვის არ აქვს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროცესი შეთანხმების სტადიაზე იყოს. 

ამ დროისთვის დაკონკრეტებული არ არის, თუმცა არსებული გამოცდილების მიხედვით, Qatar Airways-ის ჩარტერული რეისი იქნება მხოლოდ გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ Qatar Airways-ი მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზემეტ ფრენას მოიცავს ამერიკის, აფრიკის შუა აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.

ფრენების და ავიაბილეთების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023