ტურიზმი
28/02/2020

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება, ფართობი 52 191 ჰექტარი იქნება.

უკვე მომზადებულია „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი.

რაჭაში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასების მიზნით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) 2018-2019 წლებში კვლევა ჩაატარა. შეფასდა და განისაზღვრა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების სავარაუდო საზღვრები.

რაჭაში დაცული ტერიტორიების დაარსებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. თომა დეკანოიძე ამბობს, რომ ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, მეორე მხრივ, ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება.

შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი. 4 000 ჰექტარით გაფართოვდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორია.

ამ დროისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 9.6%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023