ტურიზმი
28/06/2021

როგორი იქნება ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა (ვიდეო)

აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა.

ელექტროენერგიითა და წყლით უზრუნველყოფილ ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე, ხის მაგიდები, ხის სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადები და ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე გეგმავს, სადაც კოტეჯებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები, საკოცონე სივრცე და საპიკნიკე ზონა განთავსდება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება.  ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023