ტურიზმი
23/04/2021

Rooms Hotel Abastumani სტუმრებს 2022 წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Abastumani-ში სტუმრების მიღება 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება.

პროექტი დაახლოებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.

აბასთუმნის უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარე სასტუმროში, დაახლოებით 76 ოთახთან ერთად, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. Rooms Hotel Abastumani-ის რესტორანი და ბარი კი სტუმრებს შესთავაზებს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის ფერმიდან-მაგიდაზე კონცეფციის გასტრონომიულ პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება ჯანსაღ კვებაზე.

Rooms Hotel Abastumani-ს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ობიექტები და პროგრამები. საერთაშორისო ტენდენციებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნისთვის აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი დაახლოებით 13.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023