ტურიზმი
06/05/2021

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა: ვაქცინაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას მოგვცემს

300 000 ლარიანი ინვესტიციით კახეთში „რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში“ ოჯახებისთვის ორი დასარჩენი ადგილი მოეწყო. ამ ეტაპზე მეურნეობას 18 სტუმრის (2-3 ოჯახის) მიღება შეუძლია, თუმცა იგეგმება მესამე აპარტამენტის დამატებაც, რაც მეურნეობას ჯამურად 25 სტუმრის მიღების საშუალებას მისცემს.

როგორც „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელი, გიორგი ალადაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ინვესტიცია პანდემიისა და ტურისტების არ არსებობის გამო, ადვილი განსახორციელებელი არ ყოფილა, იყო ბევრი გამოწვევებიც ვალდებულების გასტუმრების თვალსაზრისით, თუმცა მეურნეობა სტუმრების მისაღებად მზად არის.

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაქცინის გარეშე ქვეყანა ტურისტებით გაივსება, ამის მოლოდინი არავის აქვს, თუმცა გზა უკვე მოძებნილია, ვისწავლეთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება. ჩვენი სტუმრებისთვის უკვე ზუსტად მაქვს გაწერილი რა მომსახურება უნდა დავახვედრო. მზად ვართ, ნებისმიერი ტიპის სტუმარი მივიღოთ აბსოლუტურად ადაპტირებულად. ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებით უნდა დამთავრდეს, რათა  რეგულაციები მოიხსნას. რაც ნაკლები შეზღუდვები იქნება, მით მეტი განვითარების საშუალება გვექნება. ჩვენ მზად ვართ, რომ ცოტა ხალხი მივიღოთ, გავუძლოთ კიდევ წლევანდელ გამოწვევებს და მომავალ წელს უფრო უკეთესად შევხვდეთ,“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებლის თქმით, პანდემიამ ერთი მხრივ დადებითი გავლენაც იქონია, რაც ღვინის რეზერვების გაჩენაში გამოვლინდა, ამან მეურნეობას საშუალება მისცა ექსპორტსა და ღვინის შენახვას შორის ბალანსი დაეჭირა.

„უძველესი ქართული ჯიშები, როგორიც იყო ღრუბელა, იყალთოს წითელი და კიდევ ბევრი სხვა ჯიში აღვადგინეთ. ამან უკვე მოგვცა მოსავალი და მოგვცა საშუალება ეს ღვინო შევისწავლოთ, რას გვაძლევს 2-3 წლის შემდეგ და ამან დადებითად იმოქმედა. თუმცა რჩება რაღაც ვალდებულებები, რის გამოც იძულებული ხარ ღვინო გაყიდო. ამით დიდად მოხარული არ ვარ, მაგრამ ბალანსი დავიჭირეთ. ღვინოს ვყიდით ექსპორტზე და ვინახავთ კიდეც. იყო ჩავარდნები, მაგრამ ხალხმა მაინც გააგრძელა ღვინის მოხმარება. ჩვენი კლიენტების რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ ის მთავარი კლიენტები დაგვრჩნენ ვინც ბუნებრივი ღვინის ფასი იცის,“ - ამბობს გიორგი ალადაშვილი.

„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“ შვეიცარიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზეც იზრუნებს. შვეიცარიის ბაზარზე მათი პატარა მარანი, ამ ეტაპზე, დამზადების პროცესშია. საბოლოოდ კი იქ „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“ ქართულ ღვინოებს შეიტანს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023