ტურიზმი
17/11/2020

საქართველო National Geographic-ის 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის მოხვდა

საქართველო, სვანეთის რეგიონი 2021 წლის მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორისაა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს, - საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ National Geographic-მა გამოაქვეყნდა.

National Geographic საუკეთესო ტურისტულმიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია"Dream Now, Go Later."

25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორებიიღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

სტატიაში წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად თხრობილია რეგიონის შესახებ.

„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არ არსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიცერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს დააზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4 დღიანი ტურები მესტიიდანუშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ,“ - წერს გამოცემა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023