ტურიზმი
20/10/2023

"საქართველო-სიურპრიზებით სავსე ქვეყანა"-გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ცნობილი ტურისტული პლატფორმა Willy Scharnow Foundation for Tourism  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გერმანელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაცნობითი ტურის ფარგლებში იმოგზაურეს და შთაბეჭდილებები პლატფორმაზე გამოაქვეყნეს.  

„ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და 2014 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ქართული ღვინის მომზადება კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელში  8 ათასი წლის წინ დაიწყეს, მას ქვევრი ჰქვია და სწორი შენახვის მიზნით მიწაშია მოთავსებული. ქართველები ამაყობენ, რომ საქართველო ღვინოს სამშობლოა, ქართული სამზარეულო მოულოდნელად ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელი აღმოჩნდა“,-წერს ტუროპერატორი რამონა კრაუსი და დეტალურად აღწერს ქართულ კერძებსა და სუფრის ტრადიციებს.

სტატიაში აღწერილია უფლისციხე.

„უფლისციხე აბრეშუმის ძველ გზაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში ჩამოყალიბდა და დღემდე აოცებს მნახველებს მრავალფეროვანი ქვაბულებით, მორთული ჭერითა და   მიწისქვეშა გზებით, აქვეა კლდეზე აღმართული ბაზილიკა“-წერს რამონა კრაუსი.

სტატიაში აღწერილია  ექსტრემალური ტურისტული სახეობა, ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში და თბილისი, ძველი უბნებით და თანამედროვე არქიტექტურით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023