ტურიზმი
15/06/2023

"საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ღირსეული ადგილი დაიკავოს MICE ტურიზმის სექტორში"

ჩვენს ხელს ვუწყობთ საქართველოში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ყველა მასშტაბურ ღონისძიებას, ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში MICE ტურიზმის განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონტენტ შოუზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

„მოხარულები ვართ, რომ წელს პირველად ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონტენტ შოუს, რომელმაც თავი მოუყარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინო და ტრადიციული თუ ციფრული მედია ინდუსტრიის 50-მდე წარმომადგენელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მსგავსი სახის საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ღირსეული ადგილი დაიკავოს MICE ტურიზმის სექტორში და გახდეს ქვეყანა, რომელიც იქნება საქმიანი ადამიანების შეხვედრების წერტილი. ეს რა თქმა უნდა, დამატებითი სარგებელია ზოგადად ტურიზმის დარგისთვისაც. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო კონტენტ შოუს ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად მოიზიდავს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტ შოუ კახეთში, „რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართა.

ორდღიანმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნების კინო და მედია სტუდიებს, მათ შორის Paramount Global Content Distributions, New Regency, Sony Pictures Entertainment, ასევე კონტენტის შემქმნელებს, დისტრიბიუტორებს, პროდიუსერებსა და ბაიერებს.

კონტენტ შოუს ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ უახლეს მედიატრენდებს, ინოვაციურ ფინანსურ მოდელებსა და ახალ მედიატექნოლოგიებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023