ტურიზმი
05/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში სასტუმრო Clocks Hotel Tbilisi გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 9 მლნ ლარის ინვესტიცია გამოყო.

ფინანსური რესურსი თბილისის ისტორიულ უბან ავლაბარში, 65 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება. Clocks Hotel Tbilisi საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული პროექტის მიხედვით შენდება. პროექტის განხორციელების პროცესში ამჟამად 52 ადამიანია დასაქმებული.  სასტუმროს  გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი დამატებით 70 სამუშაო ადგილს შექმნის.

პროექტზე მუშაობის პროცესში, სასტუმროს მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება ისეთი ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გარდა გამორჩეულად დახვეწილი ნომრებისა, Clocks Hotel Tbilisi- ში განთავსდება 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 რესტორანი, ბარი, ტერასა თბილისის ულამაზესი ხედებით და გამწვანებული ეზო, რომელიც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

განსაზღვრული სეგმენტი მოიაზრებს MICE ტურიზმის განვითარებას,  როგორც სხვადასხვა კომპანიების მასპინძლობითა თუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზებით, ასევე მოგზაურების და სხვა სტუმრების მიღებას. სამომავლოდ ასევე იგეგმება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ტურიზმის სექტორში დამატებითი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იქნება გადანაწილებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს.

“სასიხარულოა, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შენდება. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება, შესაბამისად სასიამოვნოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით Clocks Hotel Tbilisi საქმიანობას ავითარებს. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მისი გამორჩეულად მაღალი ხარისხი და თანამედროვე დიზაინი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ საინტერესო პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023