ტურიზმი
01/09/2020

საქართველოს მოქალაქეებისათვის ბულგარეთის საზღვარი ღია რჩება

ბულგარეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

როგორც ბულგარეთი საქართველოს საელჩოში განმარტავენ, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შესვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე.

“ბულგარეთის რესპუბლიკაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე! შესაბამისად, შენარჩუნდა არსებული შეზღუდვები.

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს ბრძანების თანახმად, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შემოსვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

ევროკავშირის წევრი და შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლაც და მისი ტრანზიტულად გავლაც. აგრეთვე, პირდაპირ საქართველოდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთში შემოსვლა. აღნიშნულ პირებს კარანტინი/თვითიზოლაცია არ მოუწევთ!

მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით (საქართველოსა და ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნების გარდა) მომავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად, უნდა წარმოადგინონ COVID (PCR) ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი სერტიფიკატი. აღნიშნული ტესტი უნდა იყოს გაკეთებული ქვეყანაში შემოსვლის მომენტისთვის ბოლო 72 საათის განმავლობაში”, აღნიშნულია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დღეისათვის საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი მიმოსვლა მხოლოდ საზღვაო გზით ხდება.  ბათუმსა და ბურგასს ორის ბორანი კვირაში ერთი სიხშირით ასრულებს რეისს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023