ტურიზმი
19/11/2020

საქართველოს საავიაციო ბაზრის კლება წელს, სავარაუდოდ, 81% იქნება – CAREC

საქართველოს საავიაციო ბაზრის კლება წელს, სავარაუდოდ, 81% იქნება, -  ნათქვამია ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) ანგარიშში, რომელშიც ავიაციასა და ტურიზმზე კორონავირუსის პანდემიის გავლენაზეა საუბარი.

დოკუმენტში მიმოხილულია 10 ქვეყანაში არსებული ვითარება (ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი). წინასწარი მონაცემებით, ამ ქვეყნებიდან პანდემია ყველაზე ნეგატიურ გავლენას საქართველოსა და ტაჯიკეთზე ახდენს. 

ანგარიშის მიხედვით, თუ საქართველოში საავიაციო მგზავრთნაკადი 2019 წელს 5.2 მილიონი იყო, წელს მხოლოდ ერთ მილიონს მიაღწევს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შიდა ფრენების ბაზარი საქართველოსა და ტაჯიკეთში უმნიშვნელოა და წელიწადში 100 ათას მგზავრს არ აღემატება.

მიმოხილვაში საქართველო მითითებულია იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც საავიაციო სფეროში სამუშაო ადგილების დაკარგვის დიდი საფრთხეა. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია.

„CAREC-ის ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე მეტად არის დამოკიდებული მოგზაურობასა და ტურიზმზე, 2019 წელს ამ სფეროს წილი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 26% იყო“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის ავტორები მაგალითისთვის წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა ჯერ აღდგენილი არ არის და იმედოვნებენ, რომ ალმათი-ბათუმის რეისი 2021 წლის ზაფხულის სეზონზე დაიწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023