ტურიზმი
31/05/2023

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. 

საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ  პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით  შეხვედრები  გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა  და ასოციაციის წარმომადგენელთან. IMEX Frankfurt 2023-ის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში  უცხოური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს შესახებ  ინფორმაციას და საპრომოციო მასალებს გაეცნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.  


Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023