ტურიზმი
13/09/2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიის 5 ქალაქში

გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH თანამშრომლობით ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და  ბერლინში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ტარდება.

ღონისძიებები უკვე გაიმართა ფრანკფურტსა და დიუსელდორფში, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს,  საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურას,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.

 ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო რგოლი „სტუმარი“, თითოეულ პრეზენტაციას ჯამში 70 ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი ესწრება.

ღონისძიებების ფარგლებში გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები ტარდება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით.

გერმანიის 5 ქალაქში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩოა წარმოდგენილი. ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.  მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023