ტურიზმი
10/07/2023

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის შესაძლოა საჰაერო მიმოსვლა დაიწყოს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
 
კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე საუბარი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყებას შეეხო.
 
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისსა და ბიშკეკს შორის შესაძლო საჰაერო მიმოსვლის დაწყება. 
 
,,ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირებით ქონა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მგზავრთნაკადის ზრდის გამო, ქუთასისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირბიზულ ავიაკომპანიებს შორის რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
 
ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდება. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3,432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს კი 14,218 ვიზიტორი, რაც 7 %-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ყირგიზეთის ელჩთან აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოში ყირგიზეტის საპატიო კონსული არჩილ მაზიაშვილი და აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023