ტურიზმი
14/07/2020

საქართველოსა და უკრაინას შორის ავიაბილეთები შესაძლოა $2-ით გაძვირდეს

საქართველოსა და უკრაინას შორის ავიაბილეთები 2 დოლარით გაძვირდება და ეს COVID-19-ის შედეგების ფონზე არ ხდება.

უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა, რადამ უკვე დაამტკიცა და ჯერი ახლა პრეზიდენტზეა, რომელმაც დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. შესაბამისად ამიერიდან უკრაინის აეროპორტებში გატარებისთვის მგზავრს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს. avianews.ge-ს ცნობით, გადასახადს მგზავრი ცალკე არ გადაიხდის და ის ბილეთში იქნება ასახული. დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს როგორც საერთაშორისო ისე შიდა ავიარეისებით მოსარგებლზე მგზავრს.

საავიაციო გადასახადის გადახდა შიდა რეისებზე მგზავრს 0.5 დოლარის ფარგლებში მოუწევს, ხოლო საერთაშორისო რეისებზე გადასახადის მოცულობა 2 დოლარითაა განსაზღვრული. აღნიშნული გადასახადისგან განთავისუფლებულნი არიან 2 წლამდე ბავშვები და ტრანზიტული მგზავრები

დამატებითი გადასახადი წესდება ავიატვირთებზეც. შიდა რეისებზე 1 ტონა ტვირთის გადაზიდვისთვის დამატებით 2,5 დოლარის მოცულობის გადასახადი დაწესდა, ხოლო საერთაშორისო ტვირთებზე კი 10 დოლარი. 

COVID-19-ის პანდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: ერთი ქართული (Georgian Airways) და 3 უკრაინული (SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023