ტურიზმი
01/02/2021

საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა

დღეიდან, საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა.

ავიაკომპანია ‎FlyUIA-მა პირველი რეისი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით უკვე შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს, ხოლო ავიაკომპანია ‎FlyUIA – ასევე 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს.

მგზავრთა გადაყვანა არსებული სასაზღვრო და სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა 29 იანვარს მიენიჭა.

იხილეთ თებერვლის ფრენის განრიგი: 

“განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, - აცხადებენ სააგენტოში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023