ტურიზმი
25/07/2023

საქართველოში გასტრონომიული რუკა შეიქმნება

საქართველოში გასტრონომიული რუკა შეიქმნება, სადაც რეგიონებისთვის დამახასიათებელი კერძები იქნება დატანილი. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს“ გასტრონიმიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა და ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ სიხარულიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ვინაიდან თითქმის საქართველოს ყველა რეგიონს, თავისი ავთენტური სამზარეულო აქვს.

"დღეის მდგომარეობით, რამდენიმე ასოციაციამ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა დავიწყეთ, რომ რეგიონების მიხედვით კონკრეტული ადგილები შემოვიაროთ. ამის შემდეგ მოხდება  ერთიანი რუკის შემუშავება და ამ ადგილების დატანა. ეს კი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმარს კონკრეტულ რეგიონში კონკრეტული ადგილის პოვნაში დაეხმარება.“ -აცხადებს სიხარულიძე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში საერთაშორისო მაგალითების კვლევა მიმდინარეობს. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთიანი მუშაობით კი როგორც გასტრონიმიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს,რამდენიმე წელიწადში ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე, საქართველო შეძლებს, რომ კონკურენცია ისეთ ქვეყნებს გაუწიოს, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023