ტურიზმი
05/07/2023

"საქართველოში ყველა საერთაშორისო მოგზაური თავს უსაფრთხოდ გრძნობს"

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოში ტურისტები დაცულები არიან, ეს განცხადება მაია ომიაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოეწყო.

 „საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ქვეყანაა და ამაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო პოზიციონირებულია, როგორც დანიშნულების ადგილი სადაც უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა დაცული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარ კამპანიებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზავნილს იყენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და საერთაშორისო და ადგილობრივ მოგზაურებს დასვენებისას შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და შეაგროვონ პოზიტიური ემოციები და ისე დაბრუნდნენ სახლში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით  მომზადებული ვიდეორგოლის მიზანს წარმოადგენს  საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს უსაფრთხო ქვეყნად, როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023