ტურიზმი
05/05/2021

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი პირველ სტუდენტებს  2022 წლის იანვარიდან მიიღებს.

პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი  დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში გაიხსნება.ის "ბლოკ ჯგუფის" და სეუ-ს ერთობლივი პროექტია.

მისი განცხადებით, სასწავლებელმა ავტორიზაცია განათლების სამინისტროსგან უკვე მიიღო.

„საწყის ეტაპზე სტუდენტებს პროფესიული და მაგისტრატურის საფეხურზე მივიღებთ, სამომავლოდ უკვე ბაკალავრიატის დამატებასაც განვიხილავთ,“ - აცხადებს ჯანაშვილი.

მისივე თქმით,  სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მოსამზადებელი, სასწავლო პროგრამა პარლამენტის განკარგულებით უკვე დამტკიცდა.

"ამაზე მუშაობდა განათლების ხარისხის ცენტრიც, ჩვენი მეშვეობით ჩაერთო Vatel-იც და  საერთაშორისო ექსპერტებიც, ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ქვეყანას საჩუქრად გადაეცა,“ - აცხადებს ჯანაშვილი.  

კითხვაზე, რა ეღირება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურიზმის სასწავლებელში სწავლა, ჯანაშვილი აცხადებს, რომ ტარიფი ამ ეტაპზე განსაზღრული არ არის. თუმცა, უკვე შესაძლებელია იმის დაანონსება, რომ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა ფასი იქნება.

პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

შეგახსენებთ, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს  გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“  და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. 

Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის 2018 წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად იქნა აღიარებული.

Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს პარიზში გაიხსნა. პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა.

1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს — ნიმესში, 1994 წელს  — ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023