ტურიზმი
16/06/2023

"სახელმწიფომ გუდაურში პარაპლანით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე მუშაობა დაასრულა"

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA)  საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლების საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 
 
"გაცნობებთ, რომ პარაპლანით ფრენებთან, ექსპლუატაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფომ დაასრულა მუშაობა დაბა გუდაურში პარაპლანით ფრენებისათვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე.
 
გამოყოფილი საჰაერო სივრცის ადგილმდებარეობაა დაბა გუდაური, შემდეგი კოორდინატებით: 423049N 0443033E 422530N 0443413E 422527N 0443104E 422627N 0442847E 423037N 0442459E 423118N 0442532E 423049N 0443033E, ზღვის დონიდან 10500 ფუტი სიმაღლის ფარგლებში. სპეციალური დანიშნულების არეში, პარაპლანით კომერციული ფრენები დაშვებული იქნება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით.
 
აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო ხომალდის მფრინავს/ექსპლუატანტს და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას ან შპს „საქაერონავიგაციას“ შორის კოორდინაცია უნდა განხორციელდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული NOTAM-ის და საჰაერო სივრცეში ვიზუალური ფრენის წესით მფრენი ოპერატორებისადმი დაგზავნილი ცირკულარის შესაბამისად,"-ნათქვამია GCAA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023