ტურიზმი
17/10/2023

"სამედიცინო ტურიზმს აქვს პოტენციალი, საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდეს"

საქართველოში ბალნეო და გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღებით ახალი ქვეყნებიდან ინტერესდებიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ბორჯომი-ლიკანის“ ბრენდის განვითარების დირექტორმა  ქეთევან ნადარეიშვილმა განუცხადა, სამედიცინო ტურიზმს აქვს პოტენციალი, საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდეს.

„ქვეყანას გააჩნია ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც საჭიროა სამედიცინო ტურიზმისთვის. მაგალითად, მაგალითად, 2000-მდე მინერალური წყალი. საქართველოში ყველა იმ დაავადების მკურნალობა, ან პრევენციაა შესაძლებელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. მათ შორის - კუჭ-ნაწლავის, სახსრების, ჭარბი წონის, კანის პრობლემები. სწორედ ამ მიზნით ჩამოდიან უცხოელი ვიზიტორები ჩვენთან სამკურნალოდ“, -აღნიშნა „ბორჯომი-ლიკანის“ ბრენდის განვითარების დირექტორმა.

როგორც ნადარეიშვილი აღნიშნავს, სამედიცინო ტურიზმს, მისი სათანადოდ განვითარების შემთხვევაში, ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.

„ეს მიმართულება მთელი წლის განმავლობაში აქტიურია და საერთოდ არ არის დამოკიდებული ამინდზე. ასევე, კარგი რაც არის სამედიცინო ტურიზმის კუთხით, ეს არის ხანგრძლივი ჯავშნები, არავინ არ ჩამოდის სამკურნალოდ 2 და 3 დღით. ჩამოდიან მინიმუმ 7 ღამით და მეტით. ყველა სასტუმროსთვის მომგებიანია სწორედ ეს ხანგრძლივი პერიოდით ჩამოსული მომხმარებელი“, - აცხადებს ქეთევან ნადარეიშვილი.

რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის ტენდენციებს,  მისი ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო სერვისების მისაღებად, მიმდინარე წლის ზაფხულში, უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

„განსაკუთრებით აქტიური იყო ყაზახური მხარე. ასევე ტაჯიკეთი. წელს გააქტიურდა ახალი ბაზრებიც - მაგალითად, უზბეკეთი. თუმცა, ჯამურად, წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რიცხვში მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა და ფაქტობრივად, წინა წლის მაჩვენებლები შენარჩუნდა, თუმცა გადანაწილება მოხდა თვითონ ქვეყნებს შორის“, - აცხადებს ქეთევან ნადარეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შემცირდა ნაკადები ევროპიდან, აზიიდან კი გაიზარდა.

შეგახსენებთ, მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ცნობადობა და ამ კუთხით მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს რესურსს, ქვეყანას, დაახლოებით, 280 საკურორტო ადგილი აქვს და აქედან, 60-ზე მეტი ბალნეო კურორტია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023