ტურიზმი
01/12/2020

სამეგრელოს ტურისტული ლოგო ექნება

სამეგრელოს ტურისტული ლოგო ექნება. სიმბოლოს შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. პირობების მიხედვით, ლოგო მარტივი უნდა იყოს და რეგიონის სახასიათო ელემენტებს მოიცავდეს.

ღია კონკურსს „სამეგრელო DMO” აცხადებს და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს თუ იურიდიულ პირს შეუძლია.

„ლოგოში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას როგორც, სიტყვა „სამეგრელო“ მთავარ გრაფიკულ, კომპონენტად, ასევე – სამეგრელოს სახასიათო ელემენტები – ბუნება და თავგადასავლები, ისტორია, ეთნო – ტრადიციები და გასტრონომიული კულტურა. სიმბოლო უნდა ატარებდეს პოზიტიურ შინაარსს. გარდა ამისა, შესაძლებელია სამეგრელოსთან ასოცირებული ფერების – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი,  გარდამავალ ტონალობაში – გამოყენება“.

პროექტის ბიუჯეტი 2 000 ლარია. გამარჯვებულს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023