ტურიზმი
21/07/2023

სასტუმრო Quadrum: ქართველებს გუდაურში ზაფხულის სეზონზე დიდად ვერ ნახავთ

სასტუმრო Quadrum-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი "ბიზნესპარტნიორთან" ზაფხულის საკურორტო სეზონის ტენდენციებს განიხილავს და აცხადებს, რომ წელს გუდაური სტუმრების ნაკლებობას განიცდის.

„ზაფხულის პერიოდში მეტწილად არაბები და ინდოელები გვსტუმრობენ, დამსვენებლები ისრაელიდანაც ხშირად გვყავს.

რაც შეეხება ადგილობრივებს, ქართველებს გუდაურში ზაფხულის სეზონზე დიდად ვერ ნახავთ. ისინი ფაქტობრივად არ არიან, ვინაიდან მათ საკუთარი ბინები ან სახლები აქვთ და შესაბამისად იქ რჩებიან. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის გუდაური ზაფხულში დასასვენებელ ადგილთან არ ასოცირდება. „ -აცხადებს ერისთავი.  

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, კურორტს პრობლემები მრავლად აქვს, როგორიცაა ნარჩენების გატანის პრობლემა, საკანალიზაციო და საფეხმავლო გზის პრობლემები. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებლების რაოდენობას გუდაურში.

ერისთავის განმარტებით, სასტუმროს ბოლო პერიოდში ფასები არ გაუზრდია და მეტიც, ზაფხულის სეზონზე სტუმრებს სხვადასხვა ფასდაკლებებს სთავაზობს.

სასტუმრო Quadrum-ის მენეჯერი ვარაუდობს, რომ აგვისტოს თვე შედარებით უკეთესი იქნება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023