ტურიზმი
15/06/2020

სასტუმრო სტამბა გაიხსნა, თუმცა ჯერ სტუმრები არ ჩანან

სასტუმრო „სტამბა“ გაიხსნა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ განუცხადა, სასტუმროს ერთი სართული დღეს გაიხსნა, თუმცა, ჯერჯერობით, ვიზიტორები არ ჰყავს.
 
რაც შეეხება სხვა ობიექტებს, „აჭარა ჯგუფმა“ რეგიონული სასტუმროები 12 ივნისს გახსნა. „რუმს კოხტა“ და „რუმს ყაზბეგი“ უკვე მუშაობენ და ჯავშნების დიდი ნაწილი შაბათ-კვირაზე მოდის.
 
„აჭარა ჯგუფში“ იმედოვნებენ, რომ ზაფხულის პიკში შესვლასთან ერთად, გაიზარდება სასტუმროების დატვირთულობაც.
 
„ალბათ უკვე საზღვრების გახსნის შემდეგ იქნება აქტიურობა დედაქალაქში. ზაფხული მაინც დაბალ სეზონად ითვლება თბილისისთვის, რადგან სტუმრები ამ პერიოდში ძირითადად ზღვას და მთის კურორტებს სტუმრობენ. იმედი გვაქვს რომ სექტემბრიდან მოტხოვნა თბილისის სასტუმროებზეც გაჩნდება,“ - აღნიშნა ლევან ბერულავამ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023