ტურიზმი
16/03/2020

სასტუმროების სერვისი თებერვალში 23,2%-ით გაიაფდა

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2020 წლის თებერვალში, 2020 წლის იანვართან შედარებით, 23.2%-ით შემცირდა.

PMCG-ის ცნობით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 19.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები შემცირდა 30.2%-ით.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს 2020 წლის თებერვალში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14,6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 15,4%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 16.3%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 115 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 184 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 66 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა თებერვალში 301 ლარი შეადგინა.

მცხეთა-მთიანეთში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 779 ლარი შეადგინა, თბილისში – 444 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 339, ხოლო გურიაში – 331.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023