ტურიზმი
28/11/2020

"სასტუმროებს ერთი ხელის მოსმით ვერ გავაჩერებთ, შენახვის ხარჯები კი სეზონზე 3 მლნ-მდეა"

გასახსნელად მომზადებული ტურისტული ობიექტები ტურისტების ნაცვლად მხოლოდ კოვიდინფიცირებულ, ან კარანტინში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურებიან. მთავრობის დაწესებული ახალი რეგულაციების მიხედვით, წელს ქვეყანაში შეზღუდვებით იმუშავებენ ზამთრის კურორტები.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სასტუმროების წარმომადგენლები, ნაჩქარევად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ახალი შეზღუდვები, ისედაც გაკოტრების ზღვარზე მყოფ სასტუმროებს, სეზონზე, 300 000-დან 4 მლნ ლარამდე შემოსავალს დაუკარგავს. ამასთან, უმუშევრად დარჩება სასტუმროების ასეულობით თანამშრომელი.

კომპანია ,,რედკოს“ დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. 

"ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნამდე წინ ჯერ კიდევ 3 კვირაა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო მკაცრი შეზღუდვების გაკეთება და ვფიქრობ, ვითარება დასტაბილურდებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდებოდა. შექმნილი ეპიდვითარება კი, ვფიქრობ იმის საშუალებას მოგვცემდა, რომ ზამთრის კურორტები არ ჩაგვეკეტა. მთავრობამ შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სასტუმროების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. სასტუმროების ნულოვანი გაჩერება ვერ მოხდება, რადგან მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შენობებს თუ არ მივაწოდეთ გათბობა და არ ჩავრთეთ იქ შესაბამისი სერვისები, ინფრასტრუქტურა მოიშლება. ასე რომ, ერთი ხელის მოსმით, ვერ გავაჩერებთ სასტუმროებს. შესაბამისად, შენახვის ხარჯები, ჯამში, სეზონზე 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ეს ფაქტობრივად, ბიზნესს ჩაძირავს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. ამიტომ, ვფიქრობ მთავრობას მეტი დაკვირვება მართებს და ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ“ - ამბობს მალხაზ კუნელაური.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

როგორც ბიზნესის უმრავლესობა აცხადებს ეს ფაქტობრივად სრული "ლოქდაუნია".

უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, გადაადგილება იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი; შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ტაქსებითა და კერძო მანქანებით; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, აიკრძალა ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; შეზღუდვები დაწესდა ზამთრის კურორტებზეც, ამავდროულად სათხილამურო კურორტეზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023