ტურიზმი
19/10/2023

სექტემბერში სასტუმროების ფასების ინდექსი 10 %-ით შემცირდა

2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10 %-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 14.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში  და 33.4%-ს შეადგენდა, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში, სადაც ინდექსის დონე  -16.3% დაფიქსირდა.

რაც შეეხება სასტუმროების ფასებს ვარსკვლავების მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა  168 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 268 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 124 ლარი იყო.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი  სექტემბერში 495 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 780 ლარი იყო,  თბილისში - 623 ლარი, კახეთში - 514, ხოლო აჭარაში - 460 ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023