ტურიზმი
16/03/2021

შალვა ალავერდაშვილი: გამაჯანსაღებელ ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ

მსოფლიო ტურიზმი გამაჯანსაღებელ მიმართულებას აქტიურად ავითარებს. ამის მიზეზი კორონა ვირუსია და სხვადასხვა ქვეყანა გამოჯანმრთელებულებს რეაბილიტაციის მიზნით საკუთარ კურორტებს სთავაზობს.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი განმარტავს, ტურიზმის გამაჯანსაღებელი მიმართულების დატვირთვა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ალავერდაშვილმა ისიც თქვა, რომ განახევრდება ე.წ MICE ტურიზმის, ანუ საქმიანი ტურიზმის როლი.

„ამერიკის შეერთებული შტატების ტურიზმი პროგნოზირებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქმიანი ტურიზმის როლი (MICE ტურიზმი) იქნება -50%, ხოლო კონკრეტულად ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი მიმართულება გაიზრდება 70%-ით. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს. ამერიკამ ახლა დაიწყო ამ მიმართულების რეალური რეკლამირება და ამ მიმართულებით გადაერთო მოსახლეობა, რომ წავიდეთ მთაში და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენი მთიანეთი, ბორჯომი, ბაკურიანი, რაჭა, აბასთუმანი ზოგადად მაღალმთიანეთი. კორონა ვირუსი ხომ ძირითადად ფილტვების დაავადებაა. აქ შეგვიძლია ადამიანების მკურნალობა. ჩვენი სექტორი კუთხეში მიყენებული ადამიანია, რომელიც გამოსავალს ეძებს. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ გამოსავალი იმ ძალიან ცუდი რეალობიდან, რაშიც ახლა ვიმყოფებით. 15 იანვრისთვის მე დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ქვეყანა უნდა გაგვეხსნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც კორონა ვირუსი მოხდილი ჰქონდა. მაშინ ეს არ გავაკეთეთ იმიტომ, რომ ამის პრეცენდენტი არ იყო. 15 თებერვალს ამის მარკეტინგული რეკლამირება გამოიყენა ესტონეთმა და ძალიან ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელების მიზნით მიიღო ქვეყანაში. ამ ადამიანებს საზღვარზე დახვდათ ანტისხეულების ტესტი. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს ხარჯიც ჩვენს თავზე აგვეღო. დაახლოებით $8-ზე იყო საუბარი“,- განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა.

 

ფოტო: georgia.travel

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023