ტურიზმი
29/01/2021

"შემდეგი კვირიდან ტურისტულ ინდუსტრიას ახალ წესებს გავაცნობთ, რათა გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შემდეგი კვირიდან აქტიირუი შეხვედრები გაიმართება ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.

„მათ ახალ წესებს გავაცნობთ, რათა გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები. ვიცი, რომ ისინი ამას გაგებით ეკიდებიან. პირიქით, მონაწილეებიც არიან ამ რეკომენდაციების შემუშავებისას. დავიწყოთ იმაზე ფიქრი, სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველი ჯგუფები, ვისაც ჩვენი ქვეყნის დათვალიერება სურთ. ამასთან, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით, ვხსნით სხვადასხვა რეგიონს. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა.

ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ დამარცხებული არ არის. ჯერ მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია, ჩვენ ყველა მაქსიმალურად ვფრთხილობთ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, 1-ელი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023